რუსული საქონლის ბოიკოტის კამპანიის მიზანია ყურადღების მიპყრობა რუსეთის აგრესიაზე საქართველოსა და უკრაინის მიმართ
რუსულ პროდუქტში გადახდილი ყოველი თეთრი აგენერირებს საქართველოს წინააღმდეგ მომართული იარაღის ბიუჯეტს.
ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენივე კეთილი ნებით ვაფინანსებთ მტერს. კომუნისტების დროს არსებული მითი, რომ მოსკოვის პროდუქცია ყელაზე ხარისხიანია, მითად დარჩა.
მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, არ ხდება თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინება. მით უმეტეს, რომ საქართველოში, როგორც პროვინციაში ასაღებენ ისედაც დაბალი სტანდარტების, კიდევ დაბალი ხარისხის პროდუქციას.
ნუ შეიძენთ, თუნდაც რამდენიმე თეთრით ნაკლებ ფასიან, რუსულ პროდუქციას, ნუ ჩაასხამთ ბენზინს რუსულ გასამართ სადგურში, ნუ გაყიდით ქვეყნის მომავალს მომენტალური 2 თეთრიანი ფასდაკლების გამო.
პრინციპის ამბავია, რომ ქვეყანაში, სადაც ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ოკუპანტის ბიზნესი არ უნდა ყვაოდეს.
შეამოწმე საქონელი შტრიხკოდით, გაავრცელე ინფორმაცია სოცქსელებში და შეიძინე ადგილობრივი პროდუქცია
დაასკანერე შტრიხკოდი და გაიგე, არის თუ არა პროდუქცია შემოტანილი პუტინის რუსეთიდან
მოძებნე ალტერნატიული. იაფი არ ნიშნავს ხარისხიანს.
იცოდეთ, რომ ზოგჯერ საკმარისია პოზიციის დასაფიქსირებლად
ეცადე იყიდო ადგილობრივი. მოითხოვე ხარისხი, კონკურენცია ფასს თავისით დაარეგულიერებს
მოგიწოდებთ – საზოგადოებას, თვითმმართველობას და მეწარმეებს ეძებოთ რუსეთზე უფრო სანდო პარტნიორები და მისცეთ ქართულ ბიზნესს ორიენტაცია იმ ქვეყნებზე, სადაც მხოლოდ კანონის პრინციპეპბზე დაყრდნობით ვაჭრობენ – ასეთი ქვეყნები კი ევროკავშირის წევრები არიან.